მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური პარლამენტში - სხდომიდან გააძევეს სამნიძე

ხმაური პარლამენტში – სხდომიდან გააძევეს სამნიძე

Published on

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს შალვა პაპუაშვილი კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს და მიკროფონს უთიშავს. სესიიდან გააძევეს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

სესიაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვები ძირითადად საერთაშორისო სანქციების აღსრულებასა და სებ-ის გადაწყვეტილებით გამოწვეულ საფრთხეებს ეხება, თუმცა მათ საუბრის საშუალება არ ეძლევათ. პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, მიკროფონი გაუთიშეს ხათუნა სამნიძეს, სალომე სამადაშვილს, რომან გოცირიძეს და სხვებს, რადგან მათი გამოსვლები პროცედურას არ ეხებოდა.

დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების არჩევას უყრიან კენჭს. ასევე, დეპუტატები განიხილავენ “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმად, ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა მცირდება.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...