მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრები დაამტკიცა

პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრები დაამტკიცა

Published on

საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ კენჭი უარა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატებს.

პარლამენტმა ორივე წევრი აირჩია:

ნანა ყეინიშვილი – 84 მომხრე; 0 წინააღმდეგი.
თეიმურაზ ხომერიკი – 82 მომხრე; 0 წინააღმდეგი.
მანამდე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვევა. უმრავლესობამ განმარტა, რომ კანონი არ ითვალისწინებს წარდგენილი კანდიდატების უკან გაწვევას.

სხდომებს წარდგენილი კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...