მთავარისიახლეებისაზოგადოებაფარცხალაძის დაცვა TV პირველის და ფორმულას გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხა

ფარცხალაძის დაცვა TV პირველის და ფორმულას გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხა

Published on

ოთარ ფარცხალაძის დაცვა TV პირველის და ფორმულას გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხა – ინფორმაციას TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებენ:

“ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა, შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს.

შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს: სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური • SPECIAL INVESTIGATION SERVICE ჟურნალისტებზე თავდასხმის თაროზე შემოდებული საქმეების რიგში უნდა ჩაწეროთ ეს, თუ რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის დაცვაა თქვენთვის მთავარი.

საქართველოს პროკურატურა / THE PROSECUTION SERVICE OF GEORGIA ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა და ველოდებით თქვენს რეაგირებას”, – წერს ნოდარ მელაძე.

ტელეკომპანია ფორმულაც წერს, რომ “შაბათის ფორმულას გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ”.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...