მთავარისიახლეებისაზოგადოებამინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე -...

მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე – სააკაშვილი

Published on

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება და განცხადებას აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” აგენტების “დამჭერი არ არის, ის აგენტების “გამპრავებელია”.

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდა.

“ხალხის სულისკვეთებას ვერაფერ დაუდგება წინ… ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე… რადგან მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, რადგან ქართველები ისედაც ცოტანი ვართ ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ”, – ამბობს მესამე პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში “7 ნოემბრის საქმის” განხილვა მიმდინარეობს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...