საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა.
ბიემჯის ინფორმაცია ნათია თურნავამ ბრიფინგზე დაადასტურა:
“მან მაცნობა გადადგომის შესახებ ელექტრონული ფორმით. ეს ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ბრიფინგზე ნათია თურნავამ.
პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია 2018 წლის დეკემბრიდან, 7 წლის ვადით.