მთავარისიახლეებისაზოგადოებამთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

Published on

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა – აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა სომხური შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ, ბოლო თვეებში დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზეზი გახდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ღონისძიებების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო მასალები და საბრძოლო დანიშნულების ობიექტები.

თავის მხრივ, ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ასკერანის რაიონში სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, სრული სიცრუეა და რეალობას არ შეესაბამება. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, აზერბაიჯანულმა მხარემ თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მითითებული მიმართულებით.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...