მთავარისიახლეებიმსოფლიომარიუპოლში 11 ოკუპანტი უცნაურ, გაურკვეველ ვითარებაში, ერთი მიზეზით მოკვდა

მარიუპოლში 11 ოკუპანტი უცნაურ, გაურკვეველ ვითარებაში, ერთი მიზეზით მოკვდა

Published on

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, უცნაურ ვითარებაში, 11 რუსი ოკუპანტი სამხედრო მოკვდა. 

მიზეზი ყველა შემთხვევაში, გულის უეცარი შეტევა გახდა, რასაც მყისიერი სიკვდილი მოჰყვა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მხოლოდ სამს ჰქონდა გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათგან სერიოზული გართულება კი – მხოლოდ ერთს. 

უეცარი და უცნაური სიკვდილის ფაქტს რუსული ტელეგრამ-არხები ადასტურებენ, ხოლო მედია არ გამორიცხავს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები მოწამლეს. 

შესაძლოა, მათ სიკვდილში გარეული იყვნენ ან დივერსანტები, ან ადგილობრივი პარტიზანები, რომლებიც მარიუპოლსა და მელიტოპოლში აქტიურად და შეუმჩნევლად მოქმედებენ. 

მოწამლვის მიზეზი, შესაძლოა, ალკოჰოლი ან საკვები იყოს, სადაც დივერსანტები ძლიერმოქმედ შხამს ურევენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, შხამი იწვევს გულის გაჩერებას, ხოლო მისი კვალის აღმოჩენა  შეუძლებელი ხდება ორგანიზმში მოხვედრიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ. 

რუსი ექსპერტები დასამხედრო მიმომხილველები მარიუპოლში მყოფ სამხედროებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან და არ ჭამონ საჭმელი “გადაუმოწმებელ ადგილებში”. ამასთან, მედიაში ისიც გაიხსენეს, რომ ამგვარი გაფრთხილება წინათაც გავრცელდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრმა რუსმა სამხედრომ მას ყურადღება არ მიაქცია. 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...