მთავარისიახლეებიზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გავათავისუფლეთ

ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გავათავისუფლეთ

Published on

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვ.კმ გაათავისუფლა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, პრიორიტეტია მინიმალური დანაკარგი.

მალიარის თქმით, მთავარი მათთვის ახლა ის არის, რომ მათ “ძალებს შეუძლიათ ამ პირობებში წინსვლა”.

სამხედრო მეცნიერებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა გარისკეს და შეტევა დაიწყეს, როდესაც მტერს მეტი იარაღი და მეტი ხალხი ჰყავდა. სამხედრო მეცნიერება გეუბნებათ, რომ ეს უნდა გააკეთოთ, როცა უპირატესობა გაქვთ. ჩვენს სიტუაციაში ეს შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც არის. საუბარია არა გათავისუფლებულ კილომეტრებზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენს ძალებს შეუძლიათ ამ პირობებში წინსვლა”, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი.

ანა მალიარის თქმით, ისინი დაიცავენ თავის ქვეყანას მანამ, სანამ არ გაათავისუფლებენ მთლიან ტერიტორიას.

ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, უკან დახევა არაა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ ჩვენ ყველა ტერიტორიას”, – თქვა ანა მალიარმა.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...