მთავარისიახლეებისაზოგადოება41 გარდაცვლილი და მძიმედ დაშავებული 63 ადამიანი სამუშაო ადგილზე შარშან,...

41 გარდაცვლილი და მძიმედ დაშავებული 63 ადამიანი სამუშაო ადგილზე შარშან, ერთი წლის განმავლობაში

Published on

 
 პროფკავშირების ინფორმაციით, გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი, მათგან ერთი დღეს გარდაიცვალა .
 პროფკავშირების გაერთიანება  აცხადებს,რომ  მშენებლობის პროცესში უბედური შემთხვევები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არსებულ თანხებს ზოგავენ, ეს კი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. 
 
 მშენებლობის დროს ყველაზე მეტი შემთხვევა ხდება თბილისში  ვინაიდან აქ ბევრი სამშენებლო ობიექტია,   თუმცა ასეთ მძიმე სტატისტიკას განსაზღვრავს არა ობიექტების სიმრავლე, არამედ  კომპანიების მხრიდან  უსაფრთხოების წესების დარღვევა და სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის დარეგულირების აუცილებლობის იგნორირება. 
პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მშენებლობაზე უსაფრთოების მხრივ ქვეყანაში არსებობს, „ბიზნესმენების მონათმფლობელურ“ დამოკიდებულებას ვერ არეგულირებს. პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში შრომითი ინსპექცია დროულად შეიქმნას. 
 
„მშენებლობებზე უბედური შემთხვევები, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და არა კომპანიების, რადგან უსაფრთხო შრომაზე და ასევე იმაზე, რომ ადამიანი სახლიდან სამსახურში მიდიოდეს და უკან მშვიდობით ბრუნდებოდეს, ვალდებულება სწორედ სახელმწიფოს ეკისრება. მისი ვალდებულებაა, რომ შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი გარემო უსაფრთხო შრომისათვის, ასევე ჩარჩოებში ჩასვას ე. წ. ბიზნესმენების მონათმფლობელური ნოსტალგიები, რა სიტუაციასაც ქმნიან ისინი სამუშაო ადგილზე. ბუნებრივია, იმ ადამიანებს, რომლებიც სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებული, წარმოდგენაც არ აქვთ იმაზე, როგორი უნდა იყოს უსაფრთხო შრომა და რა სტანდარტები არსებობს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ასე რომ, იმ 41 ადამიანზე პასუხისმგებლობა, რომლებიც მშენებლობის დროს გარდაიცვალნენ, ეკისრება სახელმწიფოს.
ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემებით, მ წინა წელს 54 ადამიანი დაშავდა,  თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულის ოჯახს ურიგდება და ფაქტების გაყალბება ხდება. ტრავმული შემთხვევები, რომლებსაც ადამიანები სამუშაო ადგილზე იღებენ და გარდაცვალების ფაქტი მერე სახლში დგება. ამ სტატისტიკას კი ვერავინ ითვლის, რადგან სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური ქმედითი უწყება , რომელსაც ამბიცია ექნება, რომ ამ სახელმწიფოში შრომა იყოს უსაფრთხო.  – განაცხადა პეტრიაშვილმა.
 
იგი  მიიჩნევს, რომ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით, შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი არაეფექტიურია და მის მუშაობის შედეგში ბევრი ხარვეზი იკვეთება. 
„შრომის ინსპექცია უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს უწყების ქვეშ. ის უნდა იმართებოდეს ცალმხრივად და ადმინისტრირებაც ასევე ცალმხრივად უნდა ხდებოდეს. მას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები, რომ ბიზნესი აიძულოს დაიოკოს თავისი მონათმფლობელური ნოსტალგიები. ბუნებრივია, ამას სჭირდება რეგულაციები და შრომის ინსპექციის მიერ სანქციების გაწერა, როდესაც ასეთ სითავხედესთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
 
 

 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...