მთავარისიახლეებიწალენჯიხაში, სოფელ ჭალეში შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხაში, სოფელ ჭალეში შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში წუხელ, გვიან ღამით, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს.

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს. ნახევარი საათის განმავლობაში მათ ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ავტომატის კონდახით თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. დაშავებული პოლიციას ექსპერტიზაზე ჰყავს გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...