მთავარისიახლეებიპოლიტიკამედიის თავისუფლება Human Rights Watch-ის ანგარიშში

მედიის თავისუფლება Human Rights Watch-ის ანგარიშში

Published on

"დავა ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის რუსთავი 2-ის საკუთრების საკითხზე, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, 2017 წელსაც გაგრძელდა და შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე. მარტში უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი 2004-2006 წლებში იყო. მისი მტკიცებით მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომპანიის საბაზროზე ნაკლებ ფასად გაყიდვა აიძულა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ერთხმად, საქმის განხილვის დღესვე მიიღო ისე, რომ მხარეებს ზეპირი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება მოითხოვა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევისგან.
 
თებერვალში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს გაუქმების შესახებ განაცხადა და მიზეზად მაუწყებლის ტექნიკური აღჭურვისა და პროგრამირების განახლების გეგმები დაასახელა. ივნისში მაუწყებელმა შეწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი პროგრამის ტრანსლირება. რეგიონულმა აჭარის ტელევიზიამ ორივე გაუქმებული პროგრამა საკუთარ ეთერში განათავსა."-Human Rights Watch-

სიახლეები

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის...