მთავარისიახლეებიზელენსკი ბაიდენს ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება

ზელენსკი ბაიდენს ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება

Published on

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის, მოისმინოს პრეზიდენტ ზელენსკის პერსპექტივა სხვადასხვა საკითხზე და მსოფლიოსა და ამერიკელი ხალხის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს”, – განაცხადა სალივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას აშშ-მა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...