დღეს ნათლისღებაა

Published on

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.თითქმის ოცი საუკუნის წინ, ისრაელში, მდინარე იორდანეს ნაპირთან უდიდესი მისტიკური საიდუმლო აღესრულა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავის წინამორბედთან, იოანესთან მივიდა, რომელიც იუდეველებს მდინარე იორდანეში ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით (მას მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა).ნათლისღების სასწაული. დიდი ძალა აქვს წმინდა ნათლისღებას, ამ დროს ჩვენში ახალი ადამი იბადება, სულიერად ვიშვებით. მონათლულზე სულიწმიდის მადლი გადმოდის.
ძველი ქართველები ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულის თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას.ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დაღვრიან. ზოგი კი ამ წყალს ახლობლების საფლავს მოასხურებს – ამგვარად თითქოს თავიანთი მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს.
 
  

სიახლეები

უკრაინულმა დრონებმა შავ ზღვაში რუსულ ფლოტს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა მხოლოდ ბოლო 9 დღეში 116  რუსულ გემზე მიიტანეს იერიში, გასულ ღამეს კი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულთა შორის...

ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულზე სადღესასწაულო წირვას პატრიარქი შიო აღავლენს

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის...

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...