მთავარისიახლეებიქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს

Published on

ადვოკატი, ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა “ვივამედში” სამკურნალოდ გადაიყვანეს.

უფლებადამცველი ამ დილით ქუთაისი ციხეში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პროტესტი 5 კამერაში დაიწყო, პატიმრებმა თვითდაზიანებები ყურადღების მიქცევის მიზნით მიიყენეს.

ისინი უხარისხო კვებას, ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და სამედიცინო დახმარების არ არსებობას აპროტესტებდნენ. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ პროტესტის შემდეგ 20 პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს.

გუშინ ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქუთაისის ციხეში ათობით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...