მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჩემი გჯერა?!." - ფრაზის ავტორი, უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი ველოდი მირცხულავა გარდაიცვალა

“ჩემი გჯერა?!.” – ფრაზის ავტორი, უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი ველოდი მირცხულავა გარდაიცვალა

Published on

ველოდი მირცხულავა, რომელიც ცნობილი გახდა ფრაზით ვიდეოდან: “ჩემი გჯერა?!” გარდაიცვალა.
აფხაზეთიდან დევნილი ველოდი მირცხულავა 1990-91 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი იყო. მას თბილისში დაკრძალავენ.
ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, მაია კალანდია იგონებს:
“უანგაროდ, მთელი გულით ემსახურა თავის ქვეყანას. ერგო წილად ბედნიერება, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისთვის და ბოლო ამოსუნთქვამდე ქვეყნის დარდით ცხოვრობდა – ველოდი მირცხულავა!
სანამ შეეძლო ფეხზე დგომა, ყველა მიტინგზე შეხვდებოდით, ყველგან რუსეთსა და ოკუპანტს, აქ კი მათ დამქაშებს აგინებდა.
ქვეყანამ გაიცნო წლების წინ გავრცელებული ვიდეოთი, როდესაც სიტყვაწართმეული, გულგამსკდარი პატრიოტები ჩუმად დადიოდნენ და მათი ხმა არსად არ ისმოდა [და სადაც] ცდილობს, დაითანხმოს ჟურნალისტი, რომ იმ უბედურების შემოქმედი, რაც ქვეყანაში ტრიალებს, შევარდნაძეა და თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი ჩაატანა იმ ცნობილ გინებაში!..
შორს დარჩა საყვარელი გულრიფშის კვიპაროსები და თავისი სახლიდან გამოძევებულ პატრიოტს, თბილისის მიწა მიიბარებს!
მსუბუქი იყოს…”, – წერს მაია კალანდია.

ტელერადიოკომპანია ოდიში სამძიმარს უცხადებს მაია და ელისო მირცხულავებს, მამის გარდაცვალების გამო.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...