მთავარისიახლეებისაზოგადოებაყირიმზე დრონებით შეტევა იყო - რუსეთის თავდაცვა

ყირიმზე დრონებით შეტევა იყო – რუსეთის თავდაცვა

Published on

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ანექსირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა იყო. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვის დროით 05:30 საათზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

მანამდე რუსულმა სამთავრობო მედია “რიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩაიკეტა ყირიმის ხიდზე მანქანების გადადგილება. მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

მსხვერპლის ან ნრგევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

რუსულმა Telegram არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია და ვიდეო, სადაც ასახულია კვამლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიის რეგიონში აფეთქების შედეგად. “Крымский ветер” წერს, რომ ძლიერი აფეთქებების ხმა ადგილობრივებმა 5:40 საათზე გაიგონეს. არხს ადგილობრივები ეუბნებიან, რომ აფეთქება სადღაც ევპატორიის დასავლეთით მოხდა.

ტელეგრამ არხი “ЧП Севастополь” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 დიდი აფეთქება მოხდა. იგივე შემთხვევაზე წერს თუ არა არხი, უცნობია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიის რეგიონში რამდენიმე სამხედრო ნაწილია განთავსებული. მასთან არც ისე შორს მდებარეობს საკის სამხედრო აეროდრომი. ყირიმის ხიდი ევპატორიიდან 250 კილომეტრში, ყირიმის ნახევარკუნძულის მეორე ბოლოშია.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...