მთავარისიახლეები2023 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოვლინდა

2023 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოვლინდა

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვირითობის პერიოდში – 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უწყების ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 72 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში – 65, ქვემო ქართლში – 47, კახეთში – 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 21, გურიაში – 17, აჭარაში – 14, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 7, შიდა ქართლში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 3. ასევე 19 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოავლინეს.

“ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით – 188, ე.წ. ჩოგან-ბადით – 22 და ე.წ. გოდორით უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი”, – წერია განცხადებაში.

მაის-აგვისტოში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 760 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 8 მეტრი სიგრძის მოსასმელი ბადე, 3 ერთეული ეკრან-ბადე, 2 ერთეული ჩოგან-ბადე და 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის თევზმახე. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, შაორისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე, ასევე მდინარეებზე – ალაზანი, მტკვარი, ნატანები, ჭოროხი, აჭარისწყალი და ნატანები.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...