მთავარისიახლეებიოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

Published on

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა და კრასნოჰორივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

“დილით ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ქალაქი კრასნოჰორივკა. ერთ-ერთი, 152 მმ-იანი ჭურვი, კერძო სახლს მოხვდა, სადაც 84 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ერთი 70 წლის ქალი,” – ამბობს დონეცკის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური.

ამას გარდა, ავდეევკაში ორ მოქალაქეს – 82 წლის ქალს და მის 55 წლის შვილს – დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაშავებულები გადაუდებელი დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ფერმის შენობები.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...