მთავარისიახლეებისაზოგადოება22 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

22 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

Published on

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 22 წელი გავიდა –
“ყველაზე სისხლიანი და თამამი ტერორისტული აქტები” – ასე შეაფასა The New York Times-მა ტრაგედია, რომელსაც თითქმის 3000 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა.

როგორ განვითარდა მოვლენები
ზუსტად 22 წლის წინ, ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” 19-მა წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ადგილობრივი დროით 08:46 საათზე, ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში მიმავალი თვითმფრინავი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა. თავდაპირველად, მომხდარმა მედიაში დაბნეულობა გამოიწვია – ისინი ვერ იგებდნენ, ტრაგედია უბრალოდ შემთხვევითობა იყო, თუ წინასწარ დაგეგმილი შეტაკება.

მალევე, 09:03 საათზე, მორიგი გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ე.წ. “ტყუპების” სამხრეთ კოშკს დაეჯახა. პირველი შეჯახების გამო ადგილზე მედია უკვე მობილიზებული იყო. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-ის მოსახლეობამ ტრაგედია პირდაპირ ეთერში ნახა. დაჯახების შედეგად, თვითმფრინავები მაშინვე აფეთქდა და აალება შენობებსაც გადაედო. 09:37 საათზე მესამე თვითმფრინავი ვაშინგტონში პენტაგონის, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. 5 წუთის შემდეგ, ისტორიაში პირველად, “ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ” (FAA) ბრძანება გასცა, რომ ყველა ამერიკული თვითმფრინავი ახლოს მყოფ აეროპორტში დაშვებულიყო, რათა მათ მომდევნო კატასტროფისგან თავი დაეზღვიათ.

10:03 საათზე მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

ტერორისტული აქტების მსხვერპლი
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს 2977 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 2753 “ტყუპებზე” შეტაკებას ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყო 343 ნიუ-იორკელი მეხანძრე და 60 პოლიციელი. მსხვერპლთა ასაკობრივი კატეგორია 2-დან 85 წლამდე მერყეობდა. მათი დაახლობით 75%-80% კი კაცი იყო.

ოთხივე თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და გამტაცებელი შეტაკებისთანავე დაიღუპა.

“ტყუპი კოშკები” 2 საათის განმავლობაში ინგრეოდა. თითოეული მათგანი 110-სართულიანი იყო – ამას კი ამერიკელები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...