სამეგრელოს უმეტეს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ძლიერი წვიმაა. ნალექის დიდი რაოდენობაა სამ მუნიციპალიტეტში. ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.
ძლიერი წვიმის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად.
როგორც სახელმწიფო რწუმებულის აპარატის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა აცხადებს, სამივე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, სტიქიისგან დაზარალებულები არ არიან.
რაც შეეხება ანინდს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, დილის 10:00 საათისთვის:
თბილისიდან დასავლეთისკენ, რიკოთამდე – უნალექო ამინდი.
ოზურგეთში დილის 7 საათიდან წვიმს.
ფოთში დარია, ქრის საშუალო სიმძლავრის ქარი.
გონიო – დარი, მცირე მოღრუბლულობა.
ქუთაისში წვიმს.
ბაღდათში – მოღრუბლულობა, უნალექოდ.
ლეჩხუმში ჟუჟუნა წვიმა.
რაჭის უმეტეს მუნიციპალიტეტში – ძლიერი წვიმა.