მთავარისიახლეებიგურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე.

როგორც ცნობილია, ეძებენ არასრულწლოვანს.

შსს-ს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გურიაში ერთი არასრულწლოვანის ცხედარი მაშველებმა ჯუმათში იპოვეს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...