მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

Published on

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. 
 
სააკაშვილს დანაშაულებრივი დაჯგუფების მონაწილეებისთვის ხელშეწყობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ. 
 
პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაში უკომენტაროდ შევიდა.
 
აქამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.
 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...