მთავარისიახლეებიდეპუტატი თოლორაია დეკლარაციაში 3 უძრავ ქონებასა და ოჯახის სამეწარმეო საქმიანობას არ უთითებს...

დეპუტატი თოლორაია დეკლარაციაში 3 უძრავ ქონებასა და ოჯახის სამეწარმეო საქმიანობას არ უთითებს – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ედიშერ თოლორაიამ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა.

თოლორაია 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. მარტში მან მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.

TI-ის ცნობით, ედიშერ თოლორაიას ოჯახს ეკუთვნის სამი დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე – 153.5 კვ.მ
ავტოსადგომი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე – 25 კვ.მ
მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში – 4,567 კვ.მ
თოლორაიას ოჯახთან ასევე დაკავშირებულია დაუდეკლარირებელი კომპანიები:

თოლორაიას მეუღლე, მაკა ღურწკაია ფლობს შპს კერა 2011-ის 100% წილს.
მისი დედა, ლამარა გორდულავა ფლობს შპს ევროლუქსი 2011-ის 100%-იან წილს.
ლამარა გორდულავა ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ედიშერ თოლორაიას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...