მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI - ს მიერ გამოკითხულთა 46%-46% "რუსთავი 2"-სა და "იმედს"...

NDI – ს მიერ გამოკითხულთა 46%-46% “რუსთავი 2”-სა და “იმედს” ენდობა

Published on

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევისას დაინტერესდნენ, თუ რა საშუალებით იღებენ კვლევის მონაწილეები ინფორმაციას.
 
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 72% ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, 21% Facebook-ითა და ინტერნეტით. ამასთან გაირკვა, რომ ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც 18-35 წლამდე ადამიანების 92%, 36-55 წლის ადამიანების 66%, 56+ ადამიანების 19% იყენებს.
 
შეკითხვაზე – "ყველაზე მეტად რომელ არხებს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდრო ინფორმაციის მისაღებად?" – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. გამოკითხულთა 46%-46%  "რუსთავი 2"-სა და "იმედს" ენდობა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ენდობა 9%, არცერთ ტელევიზიას არ ენდობა 19%.
 
კვლევები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
 
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...