მთავარისიახლეებიკულტურა22 იანვარს თბილისში, მწერალთა სახლში ჟურნალ „ებგურის“ წარდგენა გაიმართება

22 იანვარს თბილისში, მწერალთა სახლში ჟურნალ „ებგურის“ წარდგენა გაიმართება

Published on

22 იანვარს, საღამოს 6 საათზე თბილისში, მწერალთა სახლში საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალ „ებგურის“ წარდგენა გაიმართება.
პრეზენტაციაზე მიწვეულია  თბილისის ლიტერატურული საზოგადოება  –   ლიტერატურისმცოდნეებისა და მკითხველთა ფართო წრის წარმომადგენლები. 
 
 მოწვევის ტექსტში მოყვანილია ციტატა  შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მაია ჯალიაშვილის გამოხმაურებიდან ,,ებგურის'' გამოცემაზე, როგორც   მიმდინარე ლიტერატურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტზე :
 
„ზუგდიდი, როგორც დიდი კულტურული ტრადიციების ევროპული ყაიდის ქალაქი, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. ვფიქრობთ, ახალი ალმანახი, ორიგინალური და საგულისხმო სახელწოდებით „ებგური“, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე ქართული ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. პირველ ნომერში დაბეჭდილი მასალა მოწმობს, რომ სამეგრელოში ნიჭიერი მწერლები ქმნიან დროის შესაბამისი სულისკვეთების მხატვრულ ტექსტებს, მათში მოჩანს როგორც ტრადიციების ერთგულება, ასევე ნოვატორული ძიებები, თამამი ექსპერიმენტები, წყურვილი ენის შენახვისა, დაცვისა და მისი ამოუწურავი შესაძლებლობების გამოვლინებისა. პოეზია, პროზა, თარგმანები, ესეები, მემუარები და სხვა ჟანრის ნაწარმოებები მოწმობენ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს და რომელსაც გაზიარება სჭირდება. მკითხველთან დიალოგი კი უფრო მეტ სიცოცხლესა და ენერგიას შემატებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალის ინტელექტუალურ-ემოციურ სივრცეს ქმნიან. 
დღეს არც ისე განებივრებულნი ვართ სალიტერატურო ჟურნალებით, ამიტომ სასიხარულოა ახალი ალმანახის დაარსება, რომელიც შემოიკრებს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველოს ნიჭიერ ადამიანებს, ძველსა და ახალ თაობას, შესაძლებლობას მისცემს მწერლებს, სიტყვის საშუალებით გამოხატონ თანამედროვე ტექნოკრატიულ სამყაროში გაუცხოებული ადამიანის ბედი, მისი ტკივილი და სიხარული. მკითხველიც, რომელიც „არა პურითა ხოლო ცხონდება“, არამედ სიტყვით, ლოგოსით, სიხარულით დაელოდება საზრდოს, რომელიც შემოქმედთა ხელით მიეწოდება. დარწმუნებულნი ვართ, ეს ჟურნალი თავის სათქმელს იტყვის, რადგან ვხედავთ მის გარშემო შემოკრებილ პროფესიონალ და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანებს, რომელთაც სურთ და შეუძლიათ კიდეც საქართველოს სულიერი ცხოვრების გაამდიდრება.'' წერს მაია ჯალიაშვილი. 
 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...