მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

Published on

NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა 16-17 იანვარს ბრიუსელში გაიმართება.შეხვედრაში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.როგორც NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.„შეხვედრაზე განიხილება ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევები. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ პარტნიორებთან ავღანეთის მისიის შესახებ იმსჯელებენ. საქართველოსთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, თავდაცვის სფეროში რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე”, – ნათქვამი პრესრელიზში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და ე.წ. არსებითი პაკეტის მომავალზე იქნება საუბარი.NATO-ს სამხედრო კომიტეტი, სამხედრო მეთაურების დონეზე, წელიწადში ორჯერ ბრიუსელში იკრიბება, რათა ალიანსის ოპერაციებსა და მისიებზე იმსჯელოს.

სიახლეები

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...