მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოვში თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორი, ზუგდიდში მცხოვრები თემურ ხარჩილავა გარდაიცვალა

შოვში თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორი, ზუგდიდში მცხოვრები თემურ ხარჩილავა გარდაიცვალა

Published on

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც შოვში, სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა თავდაცვის ძალების ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

ტელერადიოკომპანია ოდიში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...