მთავარისიახლეებიმსოფლიო"უკრაინელები ფლანგებიდანაც გვიტევენ და ტოკმაკზე შეტევისთვის ემზადებიან" - რას წერენ რუსი ვოენკორები

“უკრაინელები ფლანგებიდანაც გვიტევენ და ტოკმაკზე შეტევისთვის ემზადებიან” – რას წერენ რუსი ვოენკორები

Published on

რუსი ვოენკორები (სამხედრო კორესპონდენტები) წერენ, რომ უკრაინელებმა შეტევა სამხრეთის მიმართულებაზე, ფლანგებიდანაც დაიწყეს და ტოკმაკზე შეტევისთვის ემზადებიან. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის მებრძოლები ( იცავენ ზაპოროჟიეს ცენტრალურ სექტორში ნოვოპროკოპივკაში არსებულ თავდაცვით ხაზს, ასევე მარჯვენა ფლანგსაც- ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ქვედანაყოფებითაა დაკომპლექტებული) საკუთარ ტელეგრამ არხზე წერენ:

„მტერი დილიდან დაუნდობლად გვიტევს- ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას, გრადებს, ტანკებს, ჰაიმარსებს, გვბომბავს არტილერია და 120მმ-იანი ნაღმტყორცნებიდან გასროლილი ნაღმები. უკრაინელებს მოყავთ თავიანთი საბრძოლო ტექნიკა”.

“უკრაინელები ნოვოპროკოპივკასა და ვერბოვეს მიმართულებებზე ფლანგებიდანაც უტევენ, ცდილობენ პლაცდარმების გაფართოებას, რათა მოიწყონ ვრცელი დერეფანი ტოკმაკზე შესატევად”.

ოთო კონჯარია

სიახლეები

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...