მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 544-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 544-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

მოსკოვის ყველა აეროპორტი ფრენებისთვის დაიხურა, გამოცხადდა რეჟიმი «Ковер» ეს რეჟიმი ერთხელ უკვე იყო გამოცხადებული, მაგრამ მხოლოდ ვნუკოვოს აეროპორტზე, ახლა კი ის მოსკოვის ყველა აეროპორტს შეეხო. მსგავსი რეჟიმი მაშინ ცხადდება, როცა დედაქალაქის თავზე მტრულად განწყობილი ქვეყნის ან ამოუცნობი და სახიფათო საფრენი საშუალებები დაფრინავენ.

უკრაინელმა მებრძოლებმა კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს ბახმუტის მიმართულებაზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, საერთო ჯამში, უკრაინელებს ამ მიმართულებაზე 43 კვ.კმ აქვთ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული.

მოსკოვის სიახლოვეს ისევ “ბავოვნაა” – მოსახლეობა პანიკაშია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მოსკოვის სიახლოვეს, დილის საათებიდან დაწყებული, უკვე მეორე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ადგილობრივებზე დაყრდნობით კი ტელეგრამ-არხი «Осторожно, Москва» იტყობინება, რომ დილის რვა საათიდან (მოსკოვის დრო) ისტრინის რაიონში (პოდმოსკოვიე) სამი აფეთქების ხმა გაისმა.

აშშ-ის ომის შემსწავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მტრის ზურგში უკრაინელთა წერტილოვანი დარტყმები მტრის ბრძოლისუნარიანობასა და მოტივაციას ასუსტებს. ამასთან, ანალიტიკოსთა აზრით, ფრონტის თავდაცვითი ხაზის გარღვევამ ზაპოროჟიესთან, შესაძლოა, ოკუპანტთა პანიკ და დაბნეულობა, საბოლოოდ კი ჯაჭვური რეაქცია და დომინოს პრინციპი გამოიწვიოს.

უკრაინამ პირველად შეძლო მთლიანად გაერნადგურებინა რუსული სტრატეგიუი ბომბდამშენი, – წერს THE MOSCOW TIME.

გამოცემა გულისხმობს რუსულ ბომბდდამშენ Ту-22М3-ს, რომელსაც უკრაინელებმა ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ სოლნციში დაარტყეს მაშინ, როცა ის სამხედრო აეროდრომზე იყო ბაზირებული. შეტევის შედეგად ბომბდამშენი მთლიანად განადგურდა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს მტრის 7 საბრძოლო მასალების საწყობი და 5 სამხედრო ბაზა.

 

სიახლეები

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...