მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე პირადად გადაწყვეტს, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს

კახი კალაძე პირადად გადაწყვეტს, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს

Published on

მე მივიღებ გადაწყვეტილებას, სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოვუწერო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება და დანამატი გაერთიანდება. 
 
როგორც კახა კალაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ, არასწორია. 
 
“ეს ინფორმაცია არ არის სწორი. გთხოვთ, რომ დააზუსტოთ. მერიაში ხელფასების მატება არ ხდება. ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე, ზემოდან პრემია კიდევ – ცალკე. კანონის შესაბამისად, ხელფასი და დანამატი ერთიანდება. პრემიების გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება, რაც ნორმალურია. ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად. შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, – განაცხადა კალაძემ. 
 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...