მთავარისიახლეებისაზოგადოებახამისკურში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

ხამისკურში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

Published on

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამართალდამცავის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა გამოიკვეთა, – ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განაცხადა. 
 
„მოსალოდნელი იყო, რომ ოპერაცია დასჭირდებოდა, თუმცა არ დასჭირდა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ დადებითი დინამიკით, თუმცა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება“, – აღნიშნა ნიკა ჭეჟიამ.
 
10 იანვარს  სოფელ ხამისკურში მძიმე ავარია მოხდა. მანქანაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა. მათგან ორი მძიმედ დაშავდა, ერთერთის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში რჩება.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეს პროკურატურა იძიებს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...