მთავარისიახლეებიმსოფლიომეწყერი კალიფორნიაში- ნაპოვნია 17 ადამიანის ცხედარი, დაკარგულების ძებნა გრძელდება

მეწყერი კალიფორნიაში- ნაპოვნია 17 ადამიანის ცხედარი, დაკარგულების ძებნა გრძელდება

Published on

კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 48 ადამიანს ეძებენ. ამ დროისათვის ნაპოვნია  17 ადამიანის ცხედარი.
ბი-ბი-სის ცნობით,  ძებნაში საგანგებო სიტუაციების ასობით თანამშრომელი მონაწილეობს.
163 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში, მათგან 20 სერიოზულად არის ტრავმირებული, 4 – კრიტიკულ მდგომარეობაშია.
300 ადამიანი ჩარჩენილია რომეროს კანიონში, რომელიც სანტა-ბარბარას აღმოსვლეთით მდებარეობს. 
 
 წვიმამ და ტალახმა ქუჩები დატბორა. წყალი შეიჭრა ფეშენებელურ რაიონშიც და დააზიანა რამდენიმე ცნობილი ადამიანის ვილა, მათ შორის ოპრა უინიფრის სახლი, როომელიც 90 მილიონ დოლარად არის შეფასებული.  მეწყერმა ჩაკეტა დაახლოებით 48 კილომეტრიანი სანაპირო ტრასა 
 
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია ძლიერმა შტორმმა და უხვმა ნალექმა გამოიწვია.
1 თვის წინ ხანძარმა შტატში ბუნებრივი დამცავი ტყე გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე მეწყერების ჩამოწოლის შესაძლებლობა გაზარდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...