მთავარისიახლეებისტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 25-26% დარჩა შესამოწმებელი, ვიდრე იარსებებს თეორიული შანსი, ვიმუშავებთ -...

სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 25-26% დარჩა შესამოწმებელი, ვიდრე იარსებებს თეორიული შანსი, ვიმუშავებთ – მღებრიშვილი

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ შოვში, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი შემოწმებულია და დარჩენილია დაახლოებით 25-26%, რომელსაც მომდევნო დღეებში შეამოწმებენ.

მღებრიშვილის თქმით, ვიდრე ცხედრების პოვნის თეორიული შანსი იარსებებს, ისინი მუშაობას გააგრძელებენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ და დღეს დილით, შოვში მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი და მათ შსს მინისტრისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს. მისი თქმით, მინისტრთან შეხვედრა შედგება დღესაც და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

“ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ ჩვენ მინისტრისგან დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები.

გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ასევე, ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა ჰიუნდაის მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები.

ასევე, მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ანალიზის საფუძველზე და ამაზე ცოტა მოგვიანებით.

არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება…დღეს კიდევ იქნება გარკვეული შეხვედრა მინისტრთან. მოვახსენებთ, როგორც გუშინ, დღეს არის კიდევ რაღაც-რაღაც ნიუანსები, რომლის შესახებაც მოვახსენებთ მინისტრს დღის ბოლოს და დავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით…

ვიდრე იარსებეს თუნდაც მცირე შანსი, თეორიული, არ ვიძახი პრაქტიკულს, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს გასაკეთებელს, რაც არის ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში,” – თქვა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...