მთავარისიახლეებიდამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო - კობახიძე შოვზე

დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო – კობახიძე შოვზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით შოვში უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადება განმარტა და თქვა, რომ ღამის ხედვის აპარატურით აღჭურვილი იყო დრონები, რომლებიც სტიქიის დროს, ღამით ადგილზე მუშაობდნენ.

“თვითონ ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებულ იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე, ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული, და ამას განმარტავდა შს მინისტრი. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ეს ლოკაცია სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი, ერთი მარტივი მიზეზის გამო იყო მყისიერი სტიქია, ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. […] რაცა საუბარია იმ ადამიანებზე რომლებიც მოყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა, იყო პრაქტიკულად შეუძლებელი”, – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 21 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...