მთავარისიახლეები11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა - აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა – აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი

Published on

15 წლის წინ, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა:

ალექსანდრე ონიანი;
ემზარ წილოსანი;
ვეფხვია ჯიშკარიანი;
ზვიად კაცაძე;
თეიმურაზ ბერიძე;
ილია გაბუნია;
ილია შეყლაშვილი;
ირაკლი ჯანელიძე;
კახა კოშაძე;
ლევან მელქაძე;
მარლენ ბარამია;
მიხეილ დვალიშვილი;
ნიკოლოზ ფორჩხიძე;
რომან ზოიძე;
რუსლან წულაძე;
ფელიქს კაკაურიძე;
შმაგი კუპატაძე;
შინდისში ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. იმდენხანს, რომ წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიც, ესროლეს ტანკებიდანაც. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი რუსულმა ასეულმა შენობაში მხოლოდ 17 ქართველი იპოვა. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია-წამალი გაუთავდათ.

შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...