მთავარისიახლეებიშოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ჩაითვალა

შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ჩაითვალა

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჩაითვალა.

მღებრიშვილის თქმით, დაკარგულებს შორის ორი უკრაინის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქე იყო. შეგახსენებთ, შოვში დაღუპული უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკას და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევაას ცხედრები 5 აგვისტოს ამოიცნეს.

“საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე. უკრაინის ორი მოქალაქე და რუსეთის ერთი. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც ორ პირთან მალევე მოხდა დაკავშირება და დაკარგული 34 პირიდან მოხდა დაკარგული 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის, ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა. თუ არა ოჯახის წევრებისა და ჭირისუფლების თანხმობა, სავარაუდოდ ამის გასაჯაროებიდან თავს შევიკავებდი. ამ დროისთვის არ გაზრდილა [დაკარგულთა რაოდენობა]” – თქვა მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...