რუსეთის მოქალაქეებმა წუხელ, თავისუფლების მოედანთან მდებარე ფართზე, ბარში, რომელიც მათ შესყიდული აქვთ, კონცერტი ჩაატარეს, რასაც ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა. მათ პოლიციაც გამოიძახეს.
რუსეთის მოქალაქეები ირწმუნებოდნენ, რომ ბარში ჩასატარებელი კონცერტის შემოსავლის გადარიცხვას სტიქიისგან დაზარალებულებისთვის აპირებდნენ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ვინც კონცერტის ჩატარებას აპროტესტებდა, მათ ეს უბრალოდ, თავის გასამართლებლად მოიგონეს.
რუსებს კონცერტის დასრულება დაგეგმილზე ადრე მოუწიათ, მენეჯერმა უგულებელჰყო მანამდე ადგილობრივების თხოვნა, კონცერტი არ დაეწყოთ, ხოლო შემდეგ არც მედიის ზარებს უპასუხა. “ფორმულას” მიხედვით