მთავარისიახლეებიყოველ წელიწადს ნუ სვამთ ამ კითხვას, ომი ვინ დაიწყო - ბურჭულაძე ჟურნალისტებს

ყოველ წელიწადს ნუ სვამთ ამ კითხვას, ომი ვინ დაიწყო – ბურჭულაძე ჟურნალისტებს

Published on

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ყოველ წელს არ დასვან კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი. ეს განცხადება მან ძმათა სასაფლაოზე გააკეთა. მისივე თქმით, კითხვის უკან იგულისხმება ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ახლა აღიარეთ, რომ ამ კითხვის უკან გულისხმობთ, რომ ხომ არ ფიქრობს ვინმე, რომ ომი დავიწყეთ ჩვენ, მთლი ცივილური სამყარო ამ კითხვას არ სვამს, უკვე ბევრი წელია, 15 წელია, თქვენ ამას ახსენებთ ყოველ წელიწადს ხალხს. […] ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა ამას აღნიშნავდა 8-ში, არის განკარგულებაც გამოცემული, ჩვენც აღვნიშნავთ 8-ში. ამის გარდა, მე მაქვს თხოვნა თქვენთან, რომ ეს არის სენსიტიური საკითხი და ყოველ წელიწადს ნუ სვამთ ამ კითხვას, ომი ვინ დაიწყო”, – თქვა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 7 აგვისტოა, დღე როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს. სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა “ფეისბუქ” გვერდმა წელსაც გამოაქვეყნა სპეციალური ფოტო წარწერით – 8 აგვისტო – რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ომი არა 8, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....