მთავარისიახლეებისაზოგადოებაიდენტიფიცირებულია კიდევ 2 ცხედარი -მარიამ მაისურაძე და მისი დედა, შორენა ბიჭაშვილი

იდენტიფიცირებულია კიდევ 2 ცხედარი -მარიამ მაისურაძე და მისი დედა, შორენა ბიჭაშვილი

Published on

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი მარიამ მაისურაძეა, – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველბა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, კარგი მეგობარი და ადამიანი, მარიამ მაისურაძე, რომლის ოცნებები და მომავალი მისსავე საყვარელ, რაჭის მთებში დარჩა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუნდეტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ და ვუსამძიმრეთ მარიამისა და ყველა გარდაცვლილის ოჯახს.” წერს თვითმმართველობა.

მარიამ მაისურაძესთან ერთად, იდენტიფიცირებულია მისი დედის, 49 წლის შორენა ბიჭაშვილის ცხედარიც. ინფორმაციას “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლე უდასტურებს:სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ მაისურაძეების ოჯახის კიდევ ერთ წევრს – კოტე მაისურაძეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....