რამდენიმე კერძო მესაკუთრე ანაკლიაში მიწის კომპენსაციას ითხოვს. შპს „ედელვაისის“ ხელმძღვანელი ეკონომიკის სამინისტროსგან კუთვნილი 541 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას აპროტესტებს, რომელიც კომპანიამ 2006 წელს კერძო პირისგან შეიძინა. ეკონომიკის სამინისტრო ეყრდნობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, სადაც განმარტებულია, რომ თავის დროზე ამხანაგობა „თოლიას“ მიწის ნაკვეთი არაკანონიერად ქონდა შესყიდული. „ედელვაისის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ სანამ მიწის ნაკვეთის კომპენსაციას არ მიიღებს, პორტის მშენებლობის უფლებას არ მისცემს.თავის მხრივ ამახანაგობა „თოლიასაც“ დავა აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, თოლიას წარმომადგენელი ამბობს, რომ მიწა კერძო მესაკუთრისგან შეისყიდა და ბიუჯეტში 2002 წლიდან 2010 წლამდე წელიწადში 5 ათას ლარს იხდიდა. თოლიას საქმე 6 წელია ძიებაშია. თოლიას წარმომადგენელი, რომელსაც ანაკლიის ბულვარის ტერიტორიაზე 41 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობდა, ამბობს, რომ პორტის მშენებლობის უფლებას მანამდე არ მისცემს, სანამ სადაო მიწის ნაკვეთის საკითხი არ მოგვარდება.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების ოფიციალური პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში გაიმართა.პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკული საინჟინრო კომპანია “კონტი”, ასევე სიეტლის პორტის მენეჯერი SSA Marine ასრულებს.
რამდენიმე კერძო მესაკუთრე ანაკლიაში მიწის კომპენსაციას ითხოვს.
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...
საზოგადოება
საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა
რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...
მსოფლიო
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...