მთავარისიახლეებისაზოგადოებამაშინ გამოჩენილი სიმტკიცით დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ...

მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე- სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე.

რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?!

როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოვიდა. ჩვენ შევათანხმეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო. იქ ნახა პუტინი და მედვედევი შემდეგ ჩამოიტანა უკან შეთანხმება, რომელსაც 1 პუნქტი დაუმატეს კერძოდ, “სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში , საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს”. ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ჩვენ საკუთარი ხელმოწერით უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, მყარი უარი ვთქვი.

სარკოზი ჩემს დარწმუნებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მუდმივად იმეორებდა, ”ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო.” ამ საუბარს ჩვენი მხრიდან ესწრებოდა დავით ბაქრაძე და ჩემი ამერიკელი თანაშემწე, დენიელ კუნინი. ლეხ კაჩინსკიმ როცა გაიგო, რომ ასეთ შეთანხმებას გვახვევდნენ თავს, სცადა შეხვედრას შემოერთებოდა, მაგრამ ფრანგულმა მხარემ უარი თქვა. ბოლოს ნიკოლა სარკოზიმ ხელახლა დაურეკა მედვედევს და რუსული მხარე დათანხმდა, ხელი აეღო ამ პუნქტზე და საბოლოო ჯამში, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვაზე.

მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე! – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...