მთავარისიახლეებისაქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინები შეაძენინეს, $1 694 574-ს მოტყუებით დაეუფლნენ...

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინები შეაძენინეს, $1 694 574-ს მოტყუებით დაეუფლნენ – 2 პირს ბრალი წარედგინა

Published on

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს და უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს, თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს და 1 694 574 აშშ დოლარი მოტყუებით მიითვისეს.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულები დაარწმუნეს, თითქოსდა მათ მიერ გადახდილი თანხა შენობის რეაბილიტაციას და საცხოვრებელი ბინების რემონტს მოხმარდებოდა და საცხოვრებელ ფართს სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში მიიღებდნენ.

დაზარალებულები ნასყიდობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს პერიოდულად იხდიდნენ, თუმცა ბრალდებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს არ ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ მათ, რომ გამართულ საცხოვრებელ ბინებს ჩააბარებდნენ, რის შედეგადაც, მოქალაქეთა მიერ გადახდილ თანხას თაღლითურად ისაკუთრებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 694 574 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სიახლეები

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...