მთავარისიახლეებირუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს – ბორელი

რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს – ბორელი

Published on

“რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს…მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მან პარტნიორებს მიმართა მოუწოდონ რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას და შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.

მისი თქმით, მკაფიო და ერთიანი ხმით “მარცვლეულის შეთანხმებაში” შესაძლებელია რუსეთი დააბრუნონ, რადგან მისი შეჩერების შემდეგ ხორბლისა და სიმინდის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ეს იყო მაქსიმალური ზრდა, რომელიც რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა.

“სურსათის ფასების გაზრდილი მერყეობა, სავარაუდოდ, მანამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ დაასრულებს სურსათის გლობალურ მიწოდებაზე მიზანმიმართულ ზეწოლას, რაც ცხოვრების გაძვირების კრიზისს მსოფლიოში კიდევ უფრო ამძაფრებს და ყველაზე მწვავედ აისახება ადამიანებზე ვინც სასურსათოდ დაუცველ, იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში ცხოვრობს. ეს მიუღებელია და მტკიცედ დაგმობილი უნდა იყოს.

რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს პირველი, “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის” განახლებისთვის გაეროსა და თურქეთის დაუღალავი ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ.

მეორე, კვლავ გავაძლიერებთ ჩვენს “სოლიდარობის ხაზებს,” როგორც ალტერნატიულ მარშრუტებს ევროკავშირის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად. აქამდე ამ ხაზებმა უკრაინის 41 მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალება მოგვცა და მათ რაც შეგვიძლია მეტად ვზრდით, რათა რუსეთის მიერ “შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის” შეწყვეტის შედეგები შევამსუბუქოთ.

მესამე, ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს და ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერა გავუზარდეთ, რისთვისაც 2024 წლამდე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 18 მილიარდი ევრო გამოვყავით,” – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, “მარცვლეულის შეთანხმებას” რუსეთმა 17 ივლისს შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი შეჩერების მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობა იყო.

შეთანხმება 2022 წლის ივლისში გაეროს და თურქეთის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში დაიდო და უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....