მთავარისიახლეებიბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი -...

ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ აქციას “პროვოკაციას” და “ანტისახელმწიფოებრივს” უწოდებს.

ამის შესახებ კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ქსენოფობიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ბათუმში გამართული აქცია “გარე დავალებებით არის ნაკარნახევი”.

“გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო, უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთირმოსურნეები პირველ რიგში, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური კამპანია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ყველას გვახსოვს როგორ საუბრობდნენ იმავე პერიოდში, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები, რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდო ანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორი გუშინ ბათუმში გამართული აქცია მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....