მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 524-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში (განახლებადი)

ომის 524-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში (განახლებადი)

Published on

უკრაინელებმა დრონებით ისევ შეუტიეს რუსეთის დედაქალაქს: მიზანში ისევ “მოსკვა-სიტი” და იქ მდებარე ცათამბჯენი იყო ამოღებული – უკვე მეორედ სამი დღის განმავლობაში. 

შენობაში კავშირგაბმულობისა და ციფრული განვითარების სამინისტროა განთავსებული, აფეთქება ზედა სართულებზე მოხდა, ჩაირთო განგაშის სირენები, არავინ დაზიანებულა. 

როგორც თვითმხილველები წერენ, ამჯერად აფეთქება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პირველ შემთხვევაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით უკრაინელებმა საზღვაო კამიკაძე-დრონებით შეუტიეს რუსულ საბრძოლო ხომალდებს “ივან კოტოვსა” და “ვასილი ბიკოვს”.
 
უწყების ცნობით, შეტევა მოგერიებულია. უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ოკუპანტებმა კი “შაჰიდებით” დაბომბეს ხარკოვი – დაზიანდა ორი შენობა, ერთში ხანძარი გაჩნდა, დილიდან იქ მაშველები მუშაობენ. 

კრივოი როგზე ორი დღის წინ მიტანილი რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ კორპუსთან დასრულდა სამაშველო სამუშაოები. დაზარალებულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, დაღუპულთა შორის არიან 45 წლის ქალი და მისი 10 წლის შვილი.  

სიახლეები

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...