მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ გვაქვს დაღლის, გაჩერების, ურთიერთწყენის უფლება" - ანა წითლიძე ანაკლიაში

“არ გვაქვს დაღლის, გაჩერების, ურთიერთწყენის უფლება” – ანა წითლიძე ანაკლიაში

Published on

“ეს მდგომარეობა, როგორშიც არის ახლა ის ადგილი, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, ანაკლიის პორტი ყოფილიყო, არის იმის სახე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, რომელსაც მართავს “რუსული ოცნება”, – ამის შესახებ ანაკლიაში, “გამარჯვების პლატფორმისა” და მოსახლეობის შეხვედრის დროს, ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა და წარმოადგინა კლიპი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მომზადდა და ასახავს, როგორი უნდა ყოფილიყო ლაზიკა და ანაკლიის პორტი. 

“ის რაც დღეს ხდება, ის რომ ახლა ბათუმში აკავებენ ახალგაზრდა პატრიოტებს, იმის გამო ხდება, რომ ქვეყანას მართავს “რუსული ოცნება”. მაგრამ მე დღეს მაქვს პატივი ასევე, მესამე პრეზიდენტის სახელით გითხრათ, რომ ჩვენ დღეს არავის, არცერთს არა გვაქვს დაღლის, გაჩერების, წყენის უფლება. 

დღეს ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში “რუსული ოცნება” აღარ იყოს, ამის შემდეგ კი ლაზიკაც აშენდება, ანაკლიის პორტიც და ქვეყანა ისევ ქვეყანას დაემსგავსება”, – განაცხადა ანა წითლიძემ ანაკლიაში გამოსვლისას. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....