მთავარისიახლეებისამართალიპაატა ბურჭულაძის დაკითხვა სასამართლოში, რომელიც დღეს უნდა მომხდარიყო, გადაიდო

პაატა ბურჭულაძის დაკითხვა სასამართლოში, რომელიც დღეს უნდა მომხდარიყო, გადაიდო

Published on

პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში თებერვალში დაკითხავენ.
 
ბურჭულაძე დღეს, რვა იანვარს  უნდა დაკითხულიყო, თუმცა როგორც მისი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, პროცესი გამომძიებლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. თებერვლის შუა რიცხვებამდე კი ბურჭულაძე გადატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.
 
მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარესა და გამომძიებელს შორის შესაბამისი შეთანხმება შედგა, თუმცა დაკითხვის კონკრეტულ თარიღს გამომძიებლები დაადგენენ და ბურჭულაძის უფლებადამცველებს ორი კვირით ადრე შეატყობინებენ. ბარათაშვილი განმარტავს, რომ პაატა ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
 
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.
 
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირები შესაძლოა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.
 
პაატა ბურჭულაძემ 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდი", რომლის დეკლარირებული მიზანი იყო "ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია". 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" შექმნა, თუმცა მისმა მოძრაობამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა ჯერ პარტია, შემდეგ კი საქართველო დატოვა. დღეს იგი  რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობს 

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...