მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის ახალ საფოსტო მარკაზე მოფარიკავე ოლგა ჰარლანი იქნება გამოსახული

უკრაინის ახალ საფოსტო მარკაზე მოფარიკავე ოლგა ჰარლანი იქნება გამოსახული

Published on

უკრაინელი მოფარიკავე ოლგა ჰარლანი, რომელმაც რუს სპორტსმენს ანა სმირნოვას, მისი დამარცხების შემდეგ, მასთან მიახლოებისა და ხელის ჩამორთმევის უფლება არ მისცა, უკრაინის ახალ საფოსტო მარკაზე გამოისახება – პირველი ესკიზი უკვე მზადაა, საუკეთესოს კი საკონკურსო ჟიური შეარჩევს. 

შეგახსენებთ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა ადრინდელი გადაწყვეტილება და გააუქმა უკრაინელი მოფარიკავის ოლგა ჰარლანის დისკვალიფიკაცია, რომელიც მას იმის გამო მისცეს, რომ რუს მეტოქეს, პაექრობის დასრულების შემდეგ, ხელი არ ჩამოართვა.

ოლგა ჰარლანმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ანა სმირნოვა დაამარცხა, მისთვის ხელის ჩამოსართმევად მიახლოებულ მეტოქეს კი დაშნა მიუშვირა და ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა.

საერთაშორისო რეგლამენტის მიხედვით, შეხვედრა დასრულებულად არ ითვლება, თუ მეტქოეების ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ, ამიტომ ჰარლანმა დისკვალიფიკაცია მიიღო, მაგრამ მოგვიანებით ფედერაციამ გადახედა გადაწყვეტილებას და ჰარლანს არამარტო მოუხსნა დისკვალიფიკაცია, არამედ ხელის ჩამორთმევის წესი საერთოდ გააუქმა, რადგან უკრაინის დელეგაციას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული ფედერაცია, რომ უკრაინელი სპორტსმენები ხელს არ ჩამოართმევდნენ რუს სპორტსმენებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნეიტრალური დროშით ასპარეზობენ. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...