მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 521-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 521-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში წუხელ დნეპრზე მიიტანეს მას შემდეგ, რაც აფეთქება მოხდა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში – დნეპრში “ისკანდერის” ტიპის ორი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და სბუ-ს შენობას მოხვდა, რომელიც წელიწადნახევარია, დაცარიელებულია. დაზარალებულთა რაოდენობა დნეპრში 8-მდე გაიზარდა. 

ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, კაზაჩი ბუხტაში წუხელ საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა იტყობინება. “კაზაჩი ბუხტაში ამჟამად 810-ე ცალკეული ბრიგადა იმყოფება. ცნობილია, რომ დივერსიის შედეგად აფეთქება და დეტონაცია მოხდა. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – ნათქვამია დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

დღეს უკრაინის სპეციალური სამხედრო ოპერაციების ძალების დღეა. ნახეთ ამ ზალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი კადრები ჩვენს ტელეგრამ არხზე, ამ ბმულზე. 

ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმიის კონტრშეტევა ისევ გრძელდება: “ბახმუტთან რუსეთის არმიამ იმაზე მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ავღანეთში”, – აცხადებს “აღმოსავლეთის” დაჯგუფების მეთაურის მოადგილე სერგეი ჩერევატი. 

“ყირიმში მალე ვიქნებით, “ვაგნერელები” კი ZSU-ს არ აშინებს”, – აცხადებს უკრაინის მთავარი მზვერავი კირილ ბუდანოვი.

რუსეთში ყველაფერი კეთდება მობილიზაციის პროცესის გასამარტივებლად, ანუ იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა გაიგზავნოს უკრაინაში, სასაკლაოზე. ამჯერად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ან აღრიცხვიდან მოხსნა შესაძლებელი იქნება სამხედრო კომისარიატებში გამოცხადების გარეშე და ამის გაკეთება შესაძლებელი გახდება სოფლის გამგეობაში, საქალაქო საბჭოში და საპენსიო ფონდშიც კი.

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...