მთავარისიახლეებიდუმის დეპუტატებს შოიგუსა და გერასიმოვის ნებართვის გარეშე, ომში და სამხედრო ნაწილებში სტუმრობა...

დუმის დეპუტატებს შოიგუსა და გერასიმოვის ნებართვის გარეშე, ომში და სამხედრო ნაწილებში სტუმრობა აეკრძალათ – მედია

Published on

რუს დეპუტატებს სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ვიზიტის ნებართვა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან, ან გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისგან დასჭირდებათ. დეპუტატებს ნებართვის გარეშე “სამხედრო ოპერაციის ზონაში” გამგზავრება ეკრძალებათ:

“სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში, სამხედრო ოპერაციის ზონაში სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში მათი ყველა ვიზიტი კოორდინირებული უნდა იყოს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, ან გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან” წერს გამოცემა, RBC.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შოიგუმ წერილით მიმართა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინს. RBC-ს ერთ ერთი წყაროს ცნობით, ვოლოდინმა წერილი გასულ კვირას მიიღო და ის „სარეკომენდაციო ხასიათის იყო“.

მიზეზად კი ის სახელდება, რომ სამხედრო ხელმძღვანელობას, თითქოს არ მოსწონს „პიარი“ – ”ისინი [დეპუტატები] მუდმივად იღებენ სურათებს [სამხედროებთან], აწყობენ შოუს”, – ამბობს წყარო მედიასთან.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....